Sunday, December 9, 2012

სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა ჩაის გამოფენა, სახელწოდებით "ქართული ჩაის დღე".
სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაზა გოროზიამ გამოფენაში მონაწილე რამდენიმე კომპანიას - "ტყიბულის ჩაის", "გეოპლანტს", "ანასეულის ჩაის ფაბრიკას", "იმედს" და სხვებს სიგელები გადასცა.
მი­ნის­ტ­რის გან­ცხა­დე­ბით, ქარ­თუ­ლი ჩაი იმ­სა­ხუ­რებს, რომ ად­გი­ლობ­რივ ბა­ზარ­ზე მას­ზე უფ­რო დი­დი მოთხოვ­ნა იყოს. გო­რო­ზია იმე­დოვ­ნებს, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ჩა­ის წარ­მო­ე­ბა გა­იზ­რ­დე­ბა, რა­საც ხელს შე­უწყობს სა­ხელ­მ­წი­ფო.
"მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ჩა­ის პლან­ტა­ცი­ე­ბის დი­დი ნა­წი­ლი გა­ვე­რა­ნე­ბუ­ლია, ბო­ლო პე­რი­ოდ­ში ქარ­თულ ბა­ზარ­ზე ქარ­თულ ჩა­ი­ზე მოთხოვ­ნა იზ­რ­დე­ბა. დღე­ი­სათ­ვის ქარ­თულ ჩა­ის ად­გი­ლობ­რი­ვი ბაზ­რის 20% უჭი­რავს, თუმ­ცა ეს არაა საკ­მა­რი­სი. ჩვე­ნი ჩაი იმ­სა­ხუ­რებს, რომ მას­ზე უფ­რო დი­დი მოთხოვ­ნა იყოს," - გა­ნაცხა­და გო­რო­ზი­ამ.
ჩა­ის გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვის გა­მარ­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა­ზე კომ­პა­ნია "გე­ოპ­ლან­ტის" ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ულ­მა დი­რექ­ტორ­მა ვლა­დი­მერ მეს­ხ­მა ისა­უბ­რა: "მსგავ­სი გა­მო­ფე­ნე­ბი, ფაქ­ტობ­რი­ვად, კომ­პა­ნი­ე­ბის­თ­ვის უფა­სო რეკ­ლა­მას წარ­მო­ად­გენს. ასე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს, ად­გი­ლობ­რივ ბა­ზარ­ზე პო­ზი­ცი­ე­ბი გა­ვიმ­ყა­როთ და უფ­რო დი­დი მო­ცუ­ლო­ბით გა­ვი­დეთ ექ­ს­პორ­ტ­ზე. ამის­თ­ვის კი აუცი­ლე­ბე­ლია, ქარ­თუ­ლი ჩა­ის ხა­რის­ხი გა­ი­ზარ­დოს და უფ­რო კონ­კუ­რენ­ტუ­ლი გახ­დეს."
სა­ქარ­თ­ვე­ლოს ჩა­ის მწარ­მო­ე­ბელ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, დღეს ქარ­თულ ჩა­ის ში­და ბაზ­რის 10-11% უკა­ვია. ად­გი­ლობ­რი­ვად წარ­მო­ე­ბუ­ლი ჩა­ის პრო­დუქ­ცი­ის და­ახ­ლო­ე­ბით 90% ექ­ს­პორ­ტ­ზე გა­დის. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და­ახ­ლო­ე­ბით 20-25 ჩა­ის ფაბ­რი­კა ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს და ქარ­თუ­ლი ჩა­ის ბევ­რი კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნი ბრენ­დიც აქვს. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში წე­ლი­წად­ში და­ახ­ლო­ე­ბით 4000 ტო­ნა­ზე მე­ტი ჩა­ის პრო­დუქ­ცია, სხვა­დას­ხ­ვა ასორ­ტი­მენ­ტი­თა და ხა­რის­ხით იწარ­მო­ე­ბა. პრო­დუქ­ცია ყო­ფილ საბ­ჭო­თა ქვეყ­ნებ­ში, ძი­რი­თა­დად, შუა აზი­ა­ში, ასე­ვე უკ­რა­ი­ნა­ში, აშშ-ში, ბალ­ტი­ის­პი­რეთ­ში, გერ­მა­ნი­ა­სა და ინ­გ­ლის­ში გა­დის. სხვა­დას­ხ­ვა ხა­რის­ხის ქარ­თუ­ლი ჩა­ის 1 კგ-ის ფა­სი 1.5 დო­ლა­რი­დან 5-8 დო­ლა­რამ­დეა.
ექ­ს­პერ­ტი სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­კითხებ­ში თა­მაზ კუნ­ჭუ­ლია მთავ­რო­ბას ურ­ჩევს, გა­ზარ­დოს ჩა­ის წარ­მო­ე­ბა. მი­სი თქმით, ხა­რის­ხი­ა­ნი პრო­დუქ­ცი­ის წარ­მო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში ქარ­თუ­ლი ჩაი ნე­ბის­მი­ე­რი ქვეყ­ნის ანა­ლო­გი­ურ პრო­დუქტს ღირ­სე­ულ კონ­კუ­რენ­ცი­ას გა­უ­წევს.
ექ­ს­პერ­ტი სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­კითხებ­ში თა­მაზ კუნ­ჭუ­ლია: "მსოფ­ლი­ო­ში ჩა­ი­ზე მოთხოვ­ნა იზ­რ­დე­ბა და, ამი­ტომ, ის ქვეყ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ძი­რი­თა­დად ექ­ს­პორტს ეწე­ოდ­ნენ - ინ­დო­ე­თი, ცე­ი­ლო­ნი და თუნ­დაც ჩი­ნე­თი - გაზ­რ­დი­ლი ში­და მოთხოვ­ნის გა­მო, ექ­ს­პორტს ვე­ღარ გაზ­რ­დი­ან. ჩა­ის მსოფ­ლიო ექ­ს­პერ­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ მსოფ­ლიო ბაზ­რებ­ზე ჩა­ის გა­ტა­ნის ყვე­ლა­ზე მე­ტი შან­სი იმ ქვეყ­ნებს აქვთ, რომ­ლე­ბიც ჩა­ის ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბად მო­იხ­მა­რენ. ასეთ ქვეყ­ნე­ბად და­სა­ხელ­და სა­ქარ­თ­ვე­ლო და კე­ნია. ძვე­ლი გათ­ვ­ლე­ბით, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში 64 ათა­სი ჰექ­ტა­რი ჩაი იყო, მსოფ­ლიო ბა­ზარ­ზე სა­ქარ­თ­ვე­ლოს 70-80 ათა­სი ტო­ნა მზა პრო­დუქ­ცი­ის გა­ტა­ნა შე­უძ­ლია. ამ ტენ­დენ­ცი­ის შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლა ქვე­ყა­ნამ ან წარ­მო­ე­ბა გა­ზარ­და, ან ფარ­თო­ბე­ბი. მე­ჩა­ი­ე­ო­ბის ქვეყ­ნებს შო­რის სა­ქარ­თ­ვე­ლო ერ­თა­დერ­თია, რო­მელ­მაც ამ ტენ­დენ­ცი­ის ფონ­ზე, შე­ამ­ცი­რა რო­გორც ფარ­თო­ბე­ბი, ისე წარ­მო­ე­ბა.
თუ ჩა­ის ისე ვა­წარ­მო­ებთ, რო­გორც ამას მსოფ­ლიო სტან­დარ­ტე­ბი და აგ­რო­ტექ­ნი­კა მო­ითხოვს, მა­შინ ქარ­თუ­ლი ჩაი მსოფ­ლი­ოს ნე­ბის­მი­ერ ქვე­ყა­ნა­ში წარ­მო­ე­ბულ ჩა­ის თა­ვი­სუფ­ლად გა­უ­წევს კონ­კუ­რენ­ცი­ას. თუ ჩვენ მსოფ­ლიო კონ­კუ­რენ­ცი­ა­ში ჩაბ­მა გვინ­და, მწვა­ნე ჩაი უნ­და ვა­წარ­მო­ოთ. იაპო­ნი­ა­ში და ჩი­ნეთ­ში მწვა­ნე ჩაი რომ მი­ი­ღონ, ბუჩ­ქე­ბის დაჩ­რ­დილ­ვას ახ­დე­ნენ, ატა­რე­ბენ სხვა­დას­ხ­ვა სა­ხის სა­მუ­შა­ო­ებს. ჩვენ ეს არ გვჭირ­დე­ბა, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ბუ­ნებ­რი­ვად შეგ­ვიძ­ლია მი­ვი­ღოთ მა­ღა­ლი ხა­რის­ხის მწვა­ნე ჩაი. ახ­ლა ად­გი­ლობ­რი­ვი ბაზ­რის და­ახ­ლო­ე­ბით 15% გვი­ჭი­რავს და სჯობს, ჯერ ად­გი­ლობ­რი­ვი მოთხოვ­ნის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა­ზე ვი­ფიქ­როთ."
ქარ­თუ­ლი ჩაი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ტრა­დი­ცი­უ­ლი კულ­ტუ­რაა, რო­მე­ლიც სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მან­ძილ­ზე ექ­ს­პორ­ტ­ზეც გა­დი­ო­და. 2010 წელს ქარ­თუ­ლი ჩა­ის ექ­ს­პორ­ტი სომ­ხეთ­ში, ყა­ზა­ხეთ­ში, ტა­ჯი­კეთ­ში, მონ­ღო­ლეთ­ში, მოლ­დო­ვა­ში, უკ­რა­ი­ნა­ში, ბე­ლო­რუს­ში, ჩე­ხეთ­ში, გერ­მა­ნი­ა­ში, დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, აშშ-ში, კა­ნა­და­სა და ინ­დო­ეთ­ში გან­ხორ­ცი­ელ­და.
სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტ­რო ამ ტრა­დი­ცი­უ­ლი დარ­გის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის ყვე­ლა იმ ღო­ნის­ძი­ე­ბას უჭერს მხარს, რო­მე­ლიც ქარ­თულ ჩა­ის ად­გი­ლობ­რივ და სა­ექ­ს­პორ­ტო ბაზ­რებ­ზე პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ა­ში და­ეხ­მა­რე­ბა.
ჩაი საქართველოშიგაგზავნის გვერდიამოსაბეჭდი ვერსია
ქართული ჩაისაქართველოში ჩაის შემოსვლის თარიღად XIX საუკუნის 30 წლებს ასახელებენ. იმ პერიოდისათვის მეჩაიეობას მხოლოდ მისი მოყვარულები და ენთუზიასტები აწარმოებდნენ.

ჩაის კულტურა საქართველოში შემოტანილი იქნა ჩინეთიდან და მას ასეთი პატარა ისტორია ახლავს. თავადმა მიხა ერისთავმა პირველად ნახა ჩაის კულტურა ჩინეთში, დააგემოვნა მისი ნაყენი და რადგან გურიის რეგიონის ჰავა, სადაც იგი ცხოვრობდა ( ქ. ოზურგეთის მახლობლად) ძალიან გავდა ჩინეთის სუბტროპიკულ კლიმატს, გადაწყვიტა იგი საქართველოში შემოეტანა და გაეშენებინა. იმ პერიოდისათვის ჩინეთიდან ჩაის თესლის ან ნერგის გატანა სასტიკად აკრძალული იყო, ამიტომ თავადმა ჩაის თესლი გახვრეტილ ტროსტში ჩაალაგა და ასე გადმოიტანა ჩინეთის საზღვარზე. აქედან დაედო საფუძველი საქართველოში ჩაის კულტურის გავრცელებას. შემდგომში კი აღმოჩნდა, რომ საქართველოს ჩაი მსოფლიოში ცნობილია თავისი საუკეთესო შემადგენლობითა და თვისებებით.

ცოტა მოგვიანებით, თავადმა ერისთავმა პირველმა წაიღო ქართული ჩაის ნიმუში 1864 წელს სანქტ-პეტერბურგში რუსეთის საერთაშორისო გამოფენაზე სწორედ ეს ნიმუში დაედო საფუძვლად მსოფლიოში ქართული ჩაის აღიარებას.ჩაის კრეფა

XIX საუკუნის დასასრულსა და XX საუკუნის დასაწყისში სხვა ენთუზიასტების ძალისხმევით, ქართული ჩაის ხარსხი საგრძნობლად გაუმჯობესდა, 1899 წელს პარიზის გამოფენაზე ქართული ჩაი დიდი ოქროს მედლით დაჯილდოვდა. ამ მაგალითმა აჩვენა, რომ ჩაის ბუჩქი, რომელიც საქართველოში გაიზარდა შეიძლებოდა გამხდარიყო უმაღლესი ხარისხის ნედლეულის მომცემი, როგორც მწვანე, ასევე შავი ბაიხის ჩაის დასამზადებლად.
დიდი მნიშვნელობა ქართულ ჩაის მიენიჭა XX საუკუნის 20 –იან წლებში. მაშინ მიღებული იქნა სახელმწიფო პროგრამა ქვეყანაში მეჩაიეობის განვითარების მიზნით. შეიქმნა ანასეულის ჩაისა და სუბტროპიკულ კულტურათა კვლევითი ინსტიტუტი, სადაც გამოყვანილი იქნა ახალი ჯიშები, რომლებიც გამოირჩევიან განუმეორებელი სინაზითა და არომატით.
    საბჭოთა პერიოდში ქართულ ჩაიზე წამოვიდა მთელი დატვირთვა უზარმაზარი ქვეყნის აღნიშნული პროდუქტით მომარაგებაზე, პროდუქციის ხარისხის გაუარესების ხარჯზე მოხდა რაოდენობის ზრდა, რამაც გამოიწვია დამღუპველი შედეგი ქართული ჩაის ავტორიტეტისათვის, ასევე მისი გემოსა და არომატისათვის.

ჩვენი წარმოება უკვე მეშვიდე წელია აწარმოებს უმაღლესი ხარისხის პროდუქციის გამოშვებას. პირველ წლებში ნაკლები მოთხოვნილება იყო ხარისხიან პროდუქტზე და ნაკლებად არსებობდა მისთვის საჭირო მაღალი ხარისხის ნედლეული, რადგანაც 90-2000 წლებში ჩაის წარმოება თითქმის სიკვდილის პირზე მივიდა, პარალერულად პლანტაციებიც განადგურდა და შეიძლება ითქვას ის პლანტაციები, რომლებიც დღემდე შემორჩა ეს იყო მოსახლეობისა და ჩვენნაირი საწარმოების ენთუზიაზმის ხარჯზე. მხოლოდ ამ ბოლო წლებში სახელმწიფომ გამოყო სახსრები ლოტების სახით ჩაის გავერანებული პლანტაციების რეაბილიტაციის მიზნით. აღდგენილი იქნა ოზურგეთის რაიონის მასშტაბით 2500 ჰა პლანტაცია, რამაც საგრძნობლად გააუმჯობესა ნედლეულის ხარისხი, რაც შედეგში გვაძლევს საშუალებას ვაწარმოოთ უმაღლესი ხარისხის `ელიტარული ქართული ჩაი~, რომელზედაც უდიდესი მოთხოვნაა როგორც შიდა, ასევე გარე ბაზრებზე.
                            წითელი ჩაი
 წითელი ჩაი (ევროპული ტერმინოლოგიით - შავი) - ამ ტიპის ჩაის ჩინელები "წითელს" ნაყენის ფერის გამო უწოდებენ, ევროპელები კი, ჩაის ხმელი ფოთლის გამო შავს უწოდებენ. წითელი ჩაი ფერმენტაციის პროცესს ერთი კვირიდან ერთ თვემდე გადის და ჩაის ფოთოლი თითქმის მთლიანად განიცდის დაჟანგვის პროცესს. რადგანაც წითელი ჩაი ადვილად უძლებს ტრანსპორტირებას, ევროპელების მასობრივი ზიარება ჩაის კულტურასთან სწორედ წითელ ჩაისთანაა დაკავშირებული. იგი 17-18-ე საუკუნეებში ნიდერლანდებსა და ინგლისში შეჰქონდათ. ჩაის ყველა "ინგლისური" სახეობა წითელია, რადგანაც ასამური ჩაი, რომელსაც ინდოეთში აწარმოებდნენ, ჩინურის ალტერნატივად იყო ჩაფიქრებული. ყველაზე ცნობილი სახეობებია: დიან ხუნ მაო ფენი, ნუი ერ ხუნი, ჯენ შან სიაო ჯუნი, ტაი მუ ძინ ხოუ.
ლეგენდა მოგვითხრობს, რომ ოდესღაც ჩინეთში ცხოვრობდა ბუდას მიმდევარი ბრძენი ბერი დარამა. იგი მთელ დღეებს ლოცვაში ატარებდა. ერთხელ დარამას ბუდა ესიზმრა და ამით გაოცებულმა და აღფრთოვანებულმა ბერმა პირობა დადო, რომ დღე და ღამე თვალმოუხუჭავად ილოცებდა. ამ აღთქმის შესრულება დარამამ ვერ შეძლო – ერთხელაც თავი ვეღარ შეიკავა და ჩაეძინა. როდესაც გაიღვიძა, მიხვდა, რომ დაარღვია თავისი პირობა, ყველაფერში დამნაშავე კი მისი ქუთუთოები იყო… ბერმა მოიჭრა ქუთუთოები და მიწაზე დაყარა. გაზაფხულზე იმ ადგილას ბუჩქი ამოვიდა, რომლის ფოთლებსაც საოცარი თვისება ჰქონდა – ძილს აფრთხობდა. ასე გაჩნდა ქვეყნად ჩაი. მისი სამშობლო ჩინეთია და ამ საოცარ სასმელს ჯერ კიდევ 5000 წლის წინ მიირთმევდნენ ჩინეთის მკვიდრნი.

ათასწლეულების მანძილზე ჩაი ცნობილი იყო მხოლოდ აზიაში, ევროპაში კი XVI საუკუნეში შემოვიდა.
დღესდღეობით… ჩაის ყველაზე დიდ მწარმოებლებად ითვლებიან ჩინეთი, ინდოეთი და შრი-ლანკა. ჩაის მრავალი სახეობა არსებობს – შავი, თეთრი, წითელი, ყვითელი, მწვანე. მათ დამუშავების ტექნოლოგიისა და ხარისხის მიხედვითაც განასხვავებენ. პოპულარულია ასევე ჩაი სხვადასხვა დანამატებით, მაგალითად – ჟასმინით, ვარდით, მანგოთი და სხვა. ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხარისხის სახეობად ითვლება ბაიხის ჩაი, რომლის შემადგენელი კომპონენტი უმეტესად ტიპსი ანუ ბუსუსებიანი კვირტია. შავ და მწვანე ჩაის ზუსტად ერთი და იმავე ბუჩქიდან კრეფენ, შავ ჩაის დამუშავების შედეგად იღებენ, მწვანე ჩაი კი უფრო ნაკლებ დამუშავებას საჭიროებს და, შესაბამისად, უფრო მეტად ინარჩუნებს სასარგებლო თვისებებს. მწვანე ჩაი ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს ისეთ დაავადებათა წინააღმდეგ, როგორიცაა ღვიძლის ქრონიკული ანთება, დიზენტერია, მაღალი არტერიული წნევა. ეს სასმელი დადებითად მოქმედებს სისხლმბად ორგანოებზე და გამოიყენება როგორც ანტიდეპრესანტი. მართალია, დღეს პაკეტებში დაფასოებული ჩაი უფრო პოპულარული და ხელმისაწვდომია, მაგრამ ამ ჯადოსნური სასმელის განუმეორებლი არომატის შესაგრძნობად უმჯობესია, დასაყენებელი ჩაი შეიძინოთ.






ჩაის ფოთლები
ჩაის პლანტაცია
ჩაი (ჩინ. 茶 «ჩა» IPA /tʂʰɑ˧˥/, იაპ. 茶 «ჩა» IPA /tɕä/) — სასმელი მიღებული ჩაის ფოთლების ან ბუჩქის დაყენებით. უფრო ვრცელი გაგებით — ნებისმიერი ფურცლოვანი და ბალახოვანი დაყენებული სასმელი. ჩაის ასევე უწოდებენ განსაკუთრებული წესით მომზადებულ ჩაის ფოთოლს, რომელიც ამ სასმელისთვის არის განკუთვნილი.