
ათასწლეულების მანძილზე ჩაი ცნობილი იყო მხოლოდ აზიაში, ევროპაში კი XVI საუკუნეში შემოვიდა.
დღესდღეობით… ჩაის ყველაზე დიდ მწარმოებლებად ითვლებიან ჩინეთი, ინდოეთი და შრი-ლანკა. ჩაის მრავალი სახეობა არსებობს – შავი, თეთრი, წითელი, ყვითელი, მწვანე. მათ დამუშავების ტექნოლოგიისა და ხარისხის მიხედვითაც განასხვავებენ. პოპულარულია ასევე ჩაი სხვადასხვა დანამატებით, მაგალითად – ჟასმინით, ვარდით, მანგოთი და სხვა. ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხარისხის სახეობად ითვლება ბაიხის ჩაი, რომლის შემადგენელი კომპონენტი უმეტესად ტიპსი ანუ ბუსუსებიანი კვირტია. შავ და მწვანე ჩაის ზუსტად ერთი და იმავე ბუჩქიდან კრეფენ, შავ ჩაის დამუშავების შედეგად იღებენ, მწვანე ჩაი კი უფრო ნაკლებ დამუშავებას საჭიროებს და, შესაბამისად, უფრო მეტად ინარჩუნებს სასარგებლო თვისებებს. მწვანე ჩაი ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს ისეთ დაავადებათა წინააღმდეგ, როგორიცაა ღვიძლის ქრონიკული ანთება, დიზენტერია, მაღალი არტერიული წნევა. ეს სასმელი დადებითად მოქმედებს სისხლმბად ორგანოებზე და გამოიყენება როგორც ანტიდეპრესანტი. მართალია, დღეს პაკეტებში დაფასოებული ჩაი უფრო პოპულარული და ხელმისაწვდომია, მაგრამ ამ ჯადოსნური სასმელის განუმეორებლი არომატის შესაგრძნობად უმჯობესია, დასაყენებელი ჩაი შეიძინოთ.
|
|
No comments:
Post a Comment