წითელი ჩაი
წითელი ჩაი (ევროპული ტერმინოლოგიით - შავი) - ამ ტიპის ჩაის ჩინელები
"წითელს" ნაყენის ფერის გამო უწოდებენ, ევროპელები კი, ჩაის ხმელი ფოთლის
გამო შავს უწოდებენ. წითელი ჩაი ფერმენტაციის პროცესს ერთი კვირიდან ერთ
თვემდე გადის და ჩაის ფოთოლი თითქმის მთლიანად განიცდის დაჟანგვის პროცესს.
რადგანაც წითელი ჩაი ადვილად უძლებს ტრანსპორტირებას, ევროპელების
მასობრივი ზიარება ჩაის კულტურასთან სწორედ წითელ ჩაისთანაა დაკავშირებული.
იგი 17-18-ე საუკუნეებში ნიდერლანდებსა და ინგლისში შეჰქონდათ. ჩაის ყველა
"ინგლისური" სახეობა წითელია, რადგანაც ასამური ჩაი, რომელსაც ინდოეთში
აწარმოებდნენ, ჩინურის ალტერნატივად იყო ჩაფიქრებული. ყველაზე ცნობილი
სახეობებია: დიან ხუნ მაო ფენი, ნუი ერ ხუნი, ჯენ შან სიაო ჯუნი, ტაი მუ
ძინ ხოუ.
No comments:
Post a Comment