
რძე უნდა იყოს ცხიმის დაბალი შემცველობით 1,5%-2,5%.
მთელი დღის განმავლობაში უნდა დავლიოთ რძიანიჩაი და 2ლიტრი ჩვეულებრივი ან გაზგასული მინერალური წყალი. ეს აუცილებელია, რადგან ასეთი განტვირთვის დღის დროს ხდება ორგანიზმის გაწმენდა. წყალი შეავსებს ორგანიზმში სითხის ნაკლებობას და დაგვეხმარება მის გაწმენდაში.
მთლიანი სითხე უნდა დაილიოს 18-00 საათამდე.
იკლებთ 0,5-1კგ-ს.
რძიანიჩაის განტვირთვა უნდა მოხდეს კვირაში მხოლოდ ერთხელ, რადგან თუ გავაკეთებთ ხშირად ორგანიზმი ეჩვევა და აღარ აღიქვავს განტვირთვის დღედ.
რძიანიჩაი კარგი საპროფილაქტიკო საშუალებაა. განსაკუთრებით სასარგებლოა თირკმელების და გულის დაავადების დროს.
რძიანიჩაი შეგიძლიათ მოამზადოთ რძით და შავი ჩაითი, სურვილისამებრ.
წყარო: http://kaloriebi.wordpress.com
მწვანე ჩაი
ჩაის სამშობლოდ აღიარებულ ჩინეთში ჩაი ღვთაებრივ სასმელად ითვლება. 1825 წლამდე ეგონათ, რომ მისი სამშობლო ჩინეთი იყო. შემდგომ გამოკვლევებით დადგინდა, რომ ინდოეთის მთიან ჯუნგლებში, ბირმაში, ვიეტნამში, ლაოსში, ტიბეტსა და ჰიმალაიშიც უძველეს წარსულში იზრდებოდა ჩაის ბუჩქები. საქართველოში კი ჩაი არცთუ ისე დიდი ხნის წინ შემოუტანიათ, სამრეწველო კულტურად ის საბჭოთა პერიოდში იქცა. ქართული ჩაი არა მარტო სასიამოვნო სასმელია, არამედ ჯანმრთელობისთვის მეტად სასარგებლოც. მეცნიერულმა გამოკვლევებმა ცხადყო, რომ ჩაის უამრავი სამკურნალო თვისება აქვს.
მწვანე ჩაი ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს ისეთ დაავადებათა წინააღმდეგ, როგორიცაა ღვიძლის ქრონიკული ანთება, დიზენტერია, სისხლის მომატებული წნევა, მწვავე ნეფრიტი. ჩაი შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს (15-30 პროცენტი), ეთეროვან ზეთებს (0,02 პროცენტი), ცილოვან ნივთიერებებს (16-25 პროცენტი), თავისუფალ ამინომჟავებს, ორგანულ მჟავებს, ფერმენტებს, პექტინურ ნივთიერებას, ნახშირწყლებს და ვიტამინებს.
ვრცლად იხილეთ ლინკი
>>>>http://mkurnali.ambebi.ge/dietologia/923-2009-03-06-13-17-27.html
No comments:
Post a Comment