თეთრი ჩაი
თეთრი ჩაი - ახალგაზრდა ფოთოლი არანაირ ფერმენტაციას არ გადის, მას დაკრეფისთანავე, 24 საათის განმავლობაში ამზადებენ. თეთრ ჩაის მცირე რაოდენობით აწარმოებენ და როგორც წესი, ყველა სხვა ჩაისთან შედარებით უფრო ძვირი ღირს. თეთრი ჩაი ნაკლებადაა ცნობილი ჩინეთის ფარგლებს გარეთ. ყველაზე ცნობილი სახეობებია: ბაი მუ დანი, ბაი ხაო ინ ჯენი, შოუ მეი.
წითელი ჩაი
წითელი ჩაი (ევროპული ტერმინოლოგიით - შავი) - ამ ტიპის ჩაის ჩინელები "წითელს" ნაყენის ფერის გამო უწოდებენ, ევროპელები კი, ჩაის ხმელი ფოთლის გამო შავს უწოდებენ. წითელი ჩაი ფერმენტაციის პროცესს ერთი კვირიდან ერთ თვემდე გადის და ჩაის ფოთოლი თითქმის მთლიანად განიცდის დაჟანგვის პროცესს. რადგანაც წითელი ჩაი ადვილად უძლებს ტრანსპორტირებას, ევროპელების მასობრივი ზიარება ჩაის კულტურასთან სწორედ წითელ ჩაისთანაა დაკავშირებული. იგი 17-18-ე საუკუნეებში ნიდერლანდებსა და ინგლისში შეჰქონდათ. ჩაის ყველა "ინგლისური" სახეობა წითელია, რადგანაც ასამური ჩაი, რომელსაც ინდოეთში აწარმოებდნენ, ჩინურის ალტერნატივად იყო ჩაფიქრებული. ყველაზე ცნობილი სახეობებია: დიან ხუნ მაო ფენი, ნუი ერ ხუნი, ჯენ შან სიაო ჯუნი, ტაი მუ ძინ ხოუ.
მწვანე ჩაი
მწვანე ჩაის საწარმოო ნედლეული 2-3 ფოთლიანი ახალგაზრდა ყლორტებია (დუყები), თუმცა შავი ჩაისგან განსხვავებით, მწვანეში მინიმუმამდეა დაყვანილი ფერმენტაცია და ჩაის "გამოყვანა". მწვანე ჩაის შემთხვევაში ყველანაირად ცდილობენ თავიდან აიცილონ დაჟანგვის პროცესები. ტექნოლოგიის ძირითადი შემადგენელი ეტაპებია - ფიქსაცია, დახვევა, გამოშრობა ან მოხალვა, რითაც მაქსიმალურად ინარჩუნებენ ქორფა ყლორტების ბუნებრივ, ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს. მასში კატეხინებისა და ვიტამინების (რომელიც 5-6-ჯერ მეტია, ვიდრე შავ ჩაიში) თითქმის სრული მოცულობა ნარჩუნდება, ხოლო ტანინები ბიოლოგიური თვალსაზრისით შავზე უფრო აქტიურები არიან, რადგან დაუჟანგავი ფორმით არსებობენ.
რძიანი ჩაი

რძე უნდა იყოს ცხიმის დაბალი შემცველობით 1,5%-2,5%.
მთელი დღის განმავლობაში უნდა დავლიოთ რძიანიჩაი და 2ლიტრი ჩვეულებრივი ან გაზგასული მინერალური წყალი. ეს აუცილებელია, რადგან ასეთი განტვირთვის დღის დროს ხდება ორგანიზმის გაწმენდა. წყალი შეავსებს ორგანიზმში სითხის ნაკლებობას და დაგვეხმარება მის გაწმენდაში.მთლიანი სითხე უნდა დაილიოს 18-00 საათამდე.
იკლებთ 0,5-1კგ-ს.
რძიანიჩაის განტვირთვა უნდა მოხდეს კვირაში მხოლოდ ერთხელ, რადგან თუ გავაკეთებთ ხშირად ორგანიზმი ეჩვევა და აღარ აღიქვავს განტვირთვის დღედ.
რძიანიჩაი კარგი საპროფილაქტიკო საშუალებაა. განსაკუთრებით სასარგებლოა თირკმელების და გულის დაავადების დროს.
რძიანიჩაი შეგიძლიათ მოამზადოთ რძით და შავი ჩაითი, სურვილისამებრ.
წყარო:24saati.ge
No comments:
Post a Comment